|
25.05.2009
ოპოზიციის მხარდამჭერი მიტინგი ხვალ ჰოლანდიაშიც გაიმართება
ოპოზიციის მხარდამჭერი მიტინგი ხვალ ჰოლანდიის ქალაქ დენჰააგშიც გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტთან გამართულ მიტინგზე ჟურნალ `ემიგრანტების~ მთავარმა რედაქტორმა ნინო ცხოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხვალ, იგივე დროს, რა დროსაც აქციები იქნება თბილისში, დენჰააგშიც შეიკრიბებიან ქართველი ემიგრანტები და თანადგომას გამოუცხადებენ ქართველებს საერთო საქმეში, რასაც არსებული ხელისუფლების წასვლა ჰქვია. ნინო ცხოიძის განცხადებით, ემიგრანტებმა შეადგინეს სპეციალური განცხადების ტექსტი, რომელსაც ხვალ, აქციის დაწყებამდე, ჰოლანდიაში მყოფ დიპლომატებსა და ელჩებს გააცნობენ.
|