News & Updates
 

31.03.2009


saakaSvili opozicias evropaSic upirebs mitingebi daaswros! 

 

 saakaSvili opozicias evropaSic upirebs mitingebi daaswros!

erTi kviris win, gazeT "rezonansSi" gamoqveynda interviu partia "saqarTvelos gzis" erT-erT axal wevrTan, Jurnalist nino cxoiZesTan. masSi naTqvami iyo, rom saakaSvilis gadadgomis moTxovniT 11 aprils bruselSi qarTvel emigrantTa saprotesto aqcia imarTeboda.  qarTul presaSi gavrcelebuli am informaciis Semdgom evropaSi mcxovrebi qarTvelebis mier, belgiis dedaqalaqSi manifestaciis mowyobisaTvis ganacxadis Setanisas, maT meriaSi sapirispiro mitingis dagegmvis Sesaxeb acnobes. amis gamo, aRiSnuli manifestaciis nebarTvis miReba cotaTi dagvianda. amas garda, interviuSi isic iTqva, rom analogiuri manifestaciebi evropis ramdenime qveyanaSic igegmeba. am aqciebis organizeba koordinirebulad xdeba da mas konservatorebis axali wevri germaniaSi, politemigranti bizina giorgobiani xelmZRvanelobs. ramdenime dRis Semdeg ki germaniaSi saparlamento opoziciis warmomadgeneli gia TorTlaZe Cavida. opoziciurad ganwyobilma emigrantebma am faqts "fexdafex" moyolili uwodes. dRes ki presa.gem bruselidan sainiciativo jgufis werili miiRo, romelsac srulad gTavazobT.

ბრიუსელი, 2009 წლის 30 მარტი

საქართველოში განვითარებული მოვლენები აღელვებს გულგილად არ ტოვებს არა მარტო საქართველოს მოსახლეობას, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ, პრეზიდენტ სააკაშვილის რეJიმს გამოქცეულ ქართველებსაც.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველდღიურად ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება საკუთარ დემოკრატიულ ფასეულობებში, მისი მმართველობის დროს პოლიტიკურ ლტოლვილთა ნაკადი საქართველოდან არ შემცირებულა.

ბრიუსელის გახმაურებული ფორუმის დამთავრებისთანავე (ბრიუსელი, 2009 წლის 20-22 მარტი) ქართველთა ევროპულ დელეგაციას ამ ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი  ბრიუსელში შეხვდა.

საქართველოს სამთავრობო წარმომადგენლებისგან განსხვავებით ოპოზიციის ლიდერები რეგულარულად მართავენ მსგავს შეხვედრებს სამშობლოს ჩამოშორებულ თანამოქალაქეებთან.

ქალბატონ ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს ბენელუქსის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველებმა გამოხატეს სურვილი შეერთებულიყვნენ საყოველთაო პროტესტს თბილისში და ბრიუსელის ევროპულ უბანში (შუმანის მოედანი) გაემართათ ოპოზიციისა და საქართველოს მოქალაქეთა საპროტესტო აქციიც მხარდასაჭერი მანიფესტაცია.

ჩამოყალიბებულმა საინიციატივო ჯგუფმა ბელგიის კანონის მიხედვით შეიტანა სათანადო განცხადება ბურგომისტრისა და პოლიციის უფროსის სახელზე. განცხადება განხილულ იქნა სათანადო კომისიების მიერ, რომლებმაც აღმოაჩინეს რომ ამა წლის 9 აპრილს ბრიუსელში, იმავე შუმანის მოედანზე აქციის გამართვის ნებართვის მოთხოვნით იდენტური განცხადება შეუტანიa პრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეთა ჯგუფს.

9 აპრილს ბრუსელის ქუჩებში გამოვლენ ევროპაში მცხოვრები პრეზიდნტ სააკაშვილის რეჯიმის მომხრენი.

ოპოზიციის სპექტრის მხარდამჭერთა ჯგუფს დასჭირდა ბელგიის სახელმწიფო ინსტანციებისთვის კიდევ ერთხელ აეხსნა, რომ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება დამოკრატიის უდიდესი მიღწევაა და რომ როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ და მოღვაწეობენ არა მარტო პრეზიდენტის მხარდამჭერნი, არამედ მისი პოლიტიკის გატარების მოწინააღმდეგენიც.

საბედნიეროდ, ბელგია მიეკუთვნება ევროკავშირის იმ ქვეყნებს, სადაც დემოკრატიულ ფასეულობებს ნამდვილად დიდ პატივს სცემენ, ამიტომ 11 აპრილის აქცია ბრიუსელში, შუმანის მოედანზე უსათუოდ შედგება. ევროპის სხვადaსხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები კი უერთდებიან თანამოქალაქეთა და ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნას პრეზიდენტ სააკაშვილის უპირობო გადადგომis moTxovniT.

საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე, 

მერაბ ბლადაძე